არსენალმა გადაწყვიტა, რომ მაილს ლუის-სკელის ამ ზაფხულს არ გაყიდის. 19 წლის ფეხბურთელმა სეზონი რთულად დაიწყო, მაგრამ ფინიშთან ახლოს მისი როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა.

ლუის-სკელი ძირითადად მარცხენა მცველად განიხილებოდა, თუმცა ამ პოზიციაზე პიერო ინკაპიესა და რიკარდო კალაფიორის კონკურენციაში ხშირად მეორე პლანზე რჩებოდა.

სეზონის ბოლოს მან ნახევარდაცვაში მოულოდნელად კარგად ითამაშა, მარტინ სუბიმენდისთან კონკურენციაც მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდა.

ამ პროგრესის შემდეგ არსენალის პოზიცია შეიცვალა. კლუბი საკუთარ აღზრდილს აღარ განიხილავს გაყიდვის კანდიდატად, მიუხედავად იმისა, რომ მისით მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებოდა.