ატალანტას ნახევარმცველი ედერსონი მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტის გაფორმებამდე ნიუ-იორკში სამედიცინო შემოწმებას გადის.

ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუნაიტედმა 26 წლის ბრაზილიელის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია. გარიგების საერთო ღირებულება 39 მილიონ ფუნტამდეა, საიდანაც 4 მილიონი ფუნტი ბონუსებზე მოდის.

ედერსონი ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადშიც მოხვდა და არსებობდა ვარაუდი, რომ ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება ტურნირის გამო გადაიდებოდა. თუმცა იტალიური პრესის ცნობით, ეს პროცესი ხელს არ შეუშლის.

ნახევარმცველი ნიუ-იორკში სამედიცინო ტესტებს გაივლის, შემდეგ კი ნაკრების ბანაკს დაუბრუნდება. იუნაიტედი მის გაფორმებას ნახევარდაცვის გადახალისების ერთ-ერთ მთავარ ნაბიჯად განიხილავს.